ენტონი ჯოშუა რუისთან ბრძოლისწინა ვარჯიშზე ნოკდაუნში აღმოჩნდა
ენტონი ჯოშუა რუისთან ბრძოლისწინა ვარჯიშზე ნოკდაუნში აღმოჩნდა

ბრიტანელი სუპერმძიმეწონოსანი ენტონი ჯოშუა მექსიკური წარმოშობის ამერიკელის ენდი რუისის წინააღმდეგ საბრძოლველად არაოპტიმალურ კონდიციაში გავიდა. როგორც World Boxing News იტყობინება, ამ ბრძოლის წინა დღეს, ვარჯიშის დროს, სპარტინგ-პარტნიორმა ჯოშუა ნოკდაუნში გაუშვა.

აწონვის ტრადიციულ ცერემონიაზე ჯოშუას თვალის ქვეშ დაზიანება აღენიშნებოდა, რომელიც ჯოუი დავეიკოსთან სპარინგისას მიიღო. საინტერესოა, რომ ჯოშუას მამა გამოდიოდა წინადადებით, რომ გაეუქმებინათ ენტონის ბრძოლა რუისის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ჯოშუამ წააგო რუისთან მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით და დაკარგა ოთხი საჩემპიონო ქამარი (WBA Super, WBO, IBF და IBO). ეს წაგება პირველი იყო ბრიტანელი მოკრივის კარიერაში.
ახლა, ჯოშუას შეუძლია გამართოს რევანში რუისთან ნოემბერში ან დეკემბერში ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

დატოვე კომენტარი