ენტონი ჯოშუა - პოვეტკინს გადავაბიჯებ
ენტონი ჯოშუა - პოვეტკინს გადავაბიჯებ

სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით (WBA, WBO, IBF) მსოფლიო ჩემპიონს, ბრიტანელ ენტონი ჯოშუას რუსი ალექსანდრ პოვეტკინი სუსტ მეტოქედ მიაჩნია და ამერიკელ დეონტეი უაილდერთან ჩხუბი სურს. უაილდერი WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელია.

„ვისურვებდი არა პოვეტკინთან, არამედ უაილდერთან შეხვედრას. ამერიკელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ძალიან იმედგაცრუებული დავრჩები, თუ არაფერი გამოგვივა.
ჩვენ ამ ბრძოლის მოწყობაზე დიდი ხანია ვმუშაობთ. ამასობაში, მე დავამარცხე ტაკამა, პარკერი, ახლა კი პოვეტკინთან მიწევს შეხვედრა. მე მას გადავაბიჯებ და ამის შემდეგ დავასახელებთ უაილდერთან ჩხუბის ადგილსა და თარიღს“, – განაცხადა ჯოშუამ.

ბრიტანელი და რუსი მოკრივეების ორთაბრძოლა 22 სექტემბერს, ლონდონში “უემბლის” სტადიონზე გაიმართება.