ენტონი ჯოშუა დილიან უაიტს ნოკაუტში გაშვებას დაპირდა
ენტონი ჯოშუა დილიან უაიტს ნოკაუტში გაშვებას დაპირდა

მძიმე წონაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ენტონი ჯოშუამ „Sky Sports“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი და დილიან უაიტის ორთაბრძოლა მისი გამარჯვებით დასრულდება და ამას ის აუცილებლად ნოკაუტის საშუალებით გააკეთებს.

გაირკვა, რომ მას შემდეგ რაც უაიტმა დერეკ ჩისორასთან განმეორებითი ორთაბრძოლა ნოკაუტით მოიგო, ჯოშუასა და უაიტის მეორე დაპირისპირება აუცილებლად შედგება. ინტერვიუში ბრიტანელი მოკრივე დილიანს იდიოტადაც მოიხსენიებს.

ენტონი ჯოშუა სურვილს გამოთქვამს დეონტე ვაელდერთან ორთაბძოლის გამართვაზე, თუმცა „BRONZE BOMBER“-ისთვის პრიორიტეტულ ორთაბრძოლად ჯერ ტაისონ ფიურისთან რემატჩი განიხილება.