ენტონი გორდონი „ბაიერნში“ გადასვლისთვის მზადაა, „ნიუკასლი“ 75 მილიონს მოითხოვს #1TVSPORT
„ნიუკასლის“ ფორვარდი ენტონი გორდონი ღიაა „ბაიერნში“ გადასვლისთვის. Sky Sport Switzerland-ის ინფორმაციით, 25 წლის ინგლისელმა ამის შესახებ თავის უახლოეს გარემოცვას აცნობა.
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი გერმანიის ჩემპიონის რიგებში შესაძლო გადასვლას განიხილავს, როგორც ლოგიკურ ნაბიჯს თავის განვითარებაში. გორდონი აღფრთოვანებულია მაიკლ ოლისეს წარმატებებით, რომელმაც მკვეთრად მოუმატა „კრისტალ პალასიდან“ გერმანიაში ტრანსფერის შემდეგ. ნიუკასლელს მიაჩნია, რომ მიუნხენში გადასვლა სასარგებლო იქნება მისი კარიერისთვის.
უახლოს პერიოდში „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა აპირებს შეხვდეს მოთამაშის აგენტებს, რათა განიხილოს პირადი პირობები. „ნიუკასლი“ არ გამორიცხავს თავისი ერთ-ერთი ლიდერის წასვლას და უკვე დასახელდა თანხა, რომლის სანაცვლოდაც ინგლისური მხარე შეელევა თავის ფეხბურთელს – 75 მილიონი ევრო.
ამ სეზონში ენტონი გორდონმა პრემიერლიგის 26 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.