ენტონი ფაუჩის თქმით, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის პირობებში თავს „გათავისუფლებულად“ გრძნობს, რადგან მეცნიერებაზე საუბარი შეუძლია
ენტონი ფაუჩის თქმით, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის პირობებში თავს „გათავისუფლებულად“ გრძნობს, რადგან მეცნიერებაზე საუბარი შეუძლია

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დროს თავს „გათავისუფლებულად“ გრძნობს, რადგან მეცნიერებაზე საუბარი შეუძლია. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ენტონი ფაუჩი ხშირად ჩნდებოდა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გვერდით თეთრ სახლში გამართული ბრიფინგების დროს, მაგრამ შემდეგ უარი თქვა, რადგან მისი სამეცნიერო მოსაზრებები ეწინააღმდეგებოდა ტრამპის შეხედულებებს პანდემიასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, თუ როგორ გრძნობს თავს, რომ ტრამპის გვერდით აღარ მუშაობს, ფაუჩიმ თქვა: „იდეა, რომ შეგიძლია აქ იდგე და ისაუბრო იმაზე, თუ რა იცი, რა მტკიცებულებებია, რა არის მეცნიერება და იცოდე, რომ ეს ასეა, მოდით, მეცნიერებმა ისაუბრონ, ეს რაღაც გამათავისუფლებელი გრძნობაა“.

ენტონი ფაუჩიმ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის კრიზისის მასშტაბებზე გულწრფელად საუბრის პოლიტიკამ მას პრობლემებიც მოუტანა.

დატოვე კომენტარი