ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგოდ რამდენიმე ეფექტური ვაქცინა შეიქმნება
ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგოდ რამდენიმე ეფექტური ვაქცინა შეიქმნება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი იმედოვნებს, რომ მსოფლიოს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო არა ერთი, არამედ რამდენიმე ვაქცინა ექნება.

„საჭიროა ერთზე მეტი ეფექტური ვაქცინა. ვაქცინის კლინიკური კვლევებისას გვექნება ვაქცინები, რომლებიც უფრო ეფექტურად მუშაობს ახალგაზრდებში ან ვაქცინები, რომლებიც შედარებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის იქნება განკუთვნილი. რაც მეტი არჩევანი გვექნება, მით უკეთესი“, – ამის შესახებ ენტონი ფაუჩიმ „სიენბისისთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

ფაუჩი ასევე ამბობს, რომ კომპანია „მოდერნას“ მიერ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის შემუშავებაში მიღწეული წარმატებები მისთვის საკმაოდ დამაიმედებელია და აშშ-ს დეკემბრისთვის შესაძლოა, ვაქცინა უკვე ჰქონდეს.

დატოვე კომენტარი