ენტონი ფაუჩი - პირბადის ტარება პოლიტიკური განაცხადი არ არის
ენტონი ფაუჩი - პირბადის ტარება პოლიტიკური განაცხადი არ არის

აშშ-ის მთავარი ვირუსოლოგის, ენტონი ფაუჩის თქმით, აშშ-ის საზოგადოებაში არსებული დაყოფა „კოვიდ-19“-ის შესახებ თანმიმდევრული ინფორმაციის გავრცელებას ხელს უშლის. ეს განცხადება, აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა. რეპორტიორი დაინტერესდა, თუ რატომ არ არსებობს აშშ-ში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ერთი წყარო.

„ეს რთული შეკითხვაა და დამაკმაყოფილებელი პასუხის გაცემა არ შემიძლია, რადგან ვიცით, რომ კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების ფორმა რამდენჯერმე შეიცვალა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ფაქტორი, რაც თანმიმდევრული გზავნილის გავრცელებას ხელს უშლის, ისაა, რომ ჩვენ დაყოფილ საზოგადოებაში და ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩვენი საზოგადოება მიდრეკილია პოლიტიზაციისკენ“, – განაცხადა ფაუჩიმ.

მისივე თქმით, პირბადის ტარების საკითხის პოლიტიზება დაუშვებელია, რადგან ეს საზოგადოებრივ ჯანდაცვას ეხება.

„ახლა ხალხი ფიქრობს, რომ პირბადის ტარების საკითხი პოლიტიკური განაცხადია და ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, რადგან პირბადის ტარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია. როდესაც გზავნილები პოლიტიკურ კალათაში ხვდება, ერთიანი გზავნილის შენარჩუნება რთულია“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.