ენტონი ფაუჩი - აშკარაა, სრულად არ ვაკონტროლებთ პანდემიას აშშ-ში
ენტონი ფაუჩი - აშკარაა, სრულად არ ვაკონტროლებთ პანდემიას აშშ-ში

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ხელისუფლება აშშ-ში პანდემიას სრულად არ აკონტროლებს. ამის შესახებ მან აშშ-ის სენატის წევრების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

„აშკარაა, ჩვენ ამჟამად სრულად არ ვაკონტროლებთ პანდემიას აშშ-ში“, – აღნიშნა ფაუჩიმ.

როგორც სენატში მოსმენისას ექიმმა ენტონი ფაუჩიმ აღნიშნა, ხალხი თუ სოციალურ დისტანციას არ დაიცავს და ნიღბების ტარებაზე უარს იტყვის, ქვეყანაში დიდი სირთულეები იქნება.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი შეიძლება, მარტივად, დღეში 100 ათასამდე გაიზარდოს.​ფაუჩის თქმით, მას არ გაუკვირდება, თუ ინფიცირების ასეთ მაღალ მაჩვენებელს იხილავს.

„ეს იქნება ძალიან შემაშფოთებელი, ამის გარანტიას გაძლევთ“, – განაცხადა ფაუჩიმ.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ერთ დღეში „კოვიდ-19“-ის 41 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.