ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“-ვარიანტი მალე გახდება აშშ-ში დომინანტი
ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“-ვარიანტი მალე გახდება აშშ-ში დომინანტი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის ახალი, „ომიკრონ“-ვარიანტი მალე გახდება აშშ-ში დომინანტი. ფაუჩის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ „ომიკრონი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება.

ფაუჩის შეფასებით, „ომიკრონი“ უკვე დომინანტია სამხრეთ აფრიკაში, საიდანაც ის გავრცელდა.

თუმცა, სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ვირუსის ამ ვარიანტის შედეგად ჰოსპიტალიზაციის რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე „კოვიდ-19“-ის სხვა ვარიანტების შემთხვევაში იყო.