ენტონი დევისს შესაძლოა დაგეგმილზე მეტი გაუცდეს
ენტონი დევისს შესაძლოა დაგეგმილზე მეტი გაუცდეს

„ნიუ ორლეან პელიკანსი“ შესაძლოა ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

ენტონი დევისის „პორტლენდთან“ გამართულ მატჩში მიღებული თითის ტრავმა, თავდაპირველად ორ კვირაში უნდა მორჩენილიყო, თუმცა, როგორც ირკვევა, შესაძლოა დევისი პარკეტს ასე მარტივად ვერ დაუბრუნდეს.

NBA-ს 25 წლის ვარსკვლავის აგენტმა რიჩ პოლმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში დევისი ხელის ექიმს კვლავ ეწვევა, რადგან შესაძლოა მას ძვალი გაბზარული ჰქონდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „პელიკანსის“ ლიდერი ამ შემთხვევაში მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს.

აღნიშნული ინფორმაცია „ნიუ ორლეანისთვის“ კატასტროფის ტოლფასი იქნება და მათ პლეი ოფში გასვლის შანსებს საგრძნობლად შეამცირებს.