ენტონი დევისს ექიმებმა ვარჯიშის დაწყების ნებართვა მისცეს - „ლეიკერსის“ ერთ-ერთი ლიდერი, შესაძლოა მოედანს მომდევნო კვირას „დალასთან“ მატჩში დაუბრუნდეს #1TVSPORT
ენტონი დევისს ექიმებმა ვარჯიშის დაწყების ნებართვა მისცეს - „ლეიკერსის“ ერთ-ერთი ლიდერი, შესაძლოა მოედანს მომდევნო კვირას „დალასთან“ მატჩში დაუბრუნდეს #1TVSPORT

NBA-ის მოქმედი ჩემპიონი „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ გარკვეული პერიოდის მანძილზე ლიდერების გარეშე ასპარეზობს. ლებრონ ჯეიმსსა და ენტონი დევისს ტრავმები აწუხებთ და ამჟამად რეაბილიტაციის პროცესს გადიან. ჯეიმსის დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა „ლეიკერსის“ ფანებისთვის გუშინ კარგი ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ცნობილი ხდება, ექიმებმა ენტონი დევისს ვარჯიშის დაყწების ნებართვა მისცეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ფოგელმა განაცხადა, რომ შესაძლოა დევისი მომდევნო კვირას „დალასთან“ მატჩში დაბრუნდეს.

ენტონი დევისი „ლეიკერსს“ უკვე 2 თვეზე მეტია ვერ ეხმარება. მას მარცხენა ფეხის ტრავმა გაუმიზეზდა და ამ დრომდე რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. ბოლოს ის პარკეტზე 14 თებერვალს „დენვერის“ წინააღმდეგ მატჩში გამოჩნდა.

28 წლის ენტონი დევისი „ლეიკერსთან“ ერთად გასულ სეზონში ჩემპიონი გახდა. პლეი-ოფში მისი სტატისტიკა შთამბეჭდავად გამოიყურებოდა – 22.5 ქულა, 8.4 მოხსნა და 1.8 დაფარება.

დატოვე კომენტარი