ენტონი დევისმა თვალის ტრავმის გამო, შესაძლოა, „კლიპერსის“ წინააღმდეგ გახსნით მატჩში ვერ ითამაშოს
ენტონი დევისმა თვალის ტრავმის გამო, შესაძლოა, „კლიპერსის“ წინააღმდეგ გახსნით მატჩში ვერ ითამაშოს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონი ორ დღეში, სუპერ მატჩით ბრუნდება. ლოს ანჯელესის ორი გუნდი, რომელიც ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ითვლება, ერთმანეთს დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია, რომ „კლიპერსი“ შეხვედრას ლუ ვილიამსისა და მონტრეზლ ჰარელის გარეშე ჩაატარებს. საკადრო პრობლემები აქვს „ლეიკერსსაც“. გუნდთან ერთად არ იმყოფება ევერი ბრედლი, რომელიც ორლანდოში არ ჩასულა. ტრავმა მიიღო რაჟონ რონდომ.

როგორც ცნობილი ხდება, ასევე საეჭვოა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის – ენტონი დევისის თამაშიც. მან თვალის ტრავმა „ორლანდოსთან“ მატჩში მიიღო. მომდევნო დღეს გამართული ვარჯიშის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ფოგელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დევისის თამაში „კლიპერსის“ წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.