ენტონი დევისის თამაში „ფინიქსთან“ სერიის მეხუთე მატჩში საეჭვოა #1TVSPORT
ენტონი დევისის თამაში „ფინიქსთან“ სერიის მეხუთე მატჩში საეჭვოა #1TVSPORT

ფინიქსთან“ სერიის რიგით მეოთხე მატჩის მეორე პერიოდში „ლეიკერსის“ გულშემატკივრებისთვის ძალიან უსიამოვნო ფაქტი მოხდა. მოქმედი ჩემპიონის ერთ-ერთი ლიდერი, ენტონი დევისი ცუდად დახტა და საზარდულის კუნთი გაიჭიმა. დევისმა შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო და პარკეტზე მეტი არ გამოჩენილა.

ამერიკული მედიის, კერძოდ კი ჟურნალისტ შემს ჩარანიასა და ასევე ადრიან ვოინაროვსკის მტკიცებით, ჯერჯერობით უცნობია მოახერხებს თუ არა ენტონი „ფინიქსთან“ სერიის მეხუთე მატჩში მონაწილეობის მიღებას, თუმცა წყაროს ცნობით, დევისი მძიმე ტრავმას გადარჩა.

შეგახსენებთ, რომ „ლეიკერსმა“ საკუთარ „სტეიპლს ცენტრში“ „ფინიქსს“ სერიის რიგით მეოთხე მატჩში უმასპინძლა და 8 ქულის სხვაობით 92-100 დამარცხდა.