ენტონი დევისის სარეკორდო 50 ქულა „ლეიკერსის“ მაისურით და ლოს ანჯელესელების რიგით 21-ე გამარჯვება რეგულარულში (ვიდეო)
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი 8 შეხვედრა გაიმართა.
რიგით 21-ე გამარჯვება იზეიმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“, რომელმაც სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო. ფრენკ ფოგელის გუნდმა ამჯერად „სტეიპლს ცენტრში“ „მინესოტას“ უმასპინძლა და მეტოქეს ანგარიშით 142:125 სძლია.
ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა ენტონი დევისმა, რომელმაც „ლეიკერსში“ პირადი, სარეკორდო 50 ქულა დააგროვა. ამასთან ერთად, დევისს 7 მოხსნა, 6 გადაცემა და 4 ჩაჭრაც ჰქონდა. ლებრონ ჯეიმსმა მატჩი 32 ქულით, 4 მოხსნითა და 13 გადაცემით დაასრულა.
მინესოტელთა შორის ყველაზე შედეგიანები 19-19 ქულით ენდრიუ ვიგინსი და კარლ ენტონი ტაუნსი გამოდგნენ. „ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციას 21 მოგებითა და 3 მარცხით ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას ფოგელის გუნდი 12 დეკემბერს, სტუმრად „ორლანდოსთან“ გამართავს.
🚨 5⃣0⃣ POINTS FOR ANTHONY DAVIS ON 20-29 SHOOTING! 🚨
Watch Live: https://t.co/iq03EPvLDf
— NBA (@NBA) 9 December 2019
AC and AD coming at you on the break. Now that’s a scary sight.
(📺: @SpectrumSN) pic.twitter.com/EF8tHYt7m2
— Los Angeles Lakers (@Lakers) 9 December 2019
This duo is something else. pic.twitter.com/TqWFShYheH
— Los Angeles Lakers (@Lakers) 9 December 2019
AD dropped a season-high 50 PTS during the Lakers W! 😤#LakeShow pic.twitter.com/RzJ37FXHT1
— NBA TV (@NBATV) 9 December 2019