ენტონი დევისის მამა შვილის „ბოსტონში“ გადასვლას ეწინააღმდეგება
ენტონი დევისის მამა შვილის „ბოსტონში“ გადასვლას ეწინააღმდეგება

საკალათბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში ამ დროისთვის კვლავ ენტონი დევისის გაცვლა რჩება. „ნიუ ორლეანის“ ლიდერის საკუთარ გუნდში ხილვა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის არაერთ გრანდს სურს, მათ შორის „ბოსტონ სელტიკსაც“, თუმცა ამ შემთხვევაში განსხვავებული მოსაზრება გააჩნია დევისის მამას. იესპიენის (ESPN) ჟურნალისტის რამონა შელბურნის მტკიცებით, ენტონი დევის უფროსს არ მოსწონს თუ როგორ მოექცა გუნდის ხელმძღვანელობა აისეა ტომასს.

„მე არასოდეს ვისურვებდი, რომ ჩემმა შვილმა „ბოსტონში“ ითამაშოს. ტომასს საშინლად მოექცნენ. ამ ბიჭმა ყველაფერი გაიღო გუნდისთვის, სანაცვლოდ კი ის გაცვალეს“, – განაცხადა ენტონი დევისის მამამ. რთულად პროგნოზირებადია, რამდენად იმოქმედებს მამის აზრი თავად კალათბურთელის გადაწყვეტილებაზე. გაცვლის საბოლოო თარიღი 7 თებერვალია.