ენტონი დევისის 37 ქულა და „ლეიკერსის“ დამაჯერებელი გამარჯვება „ჩიკაგოსთან“ - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა​
ენტონი დევისის 37 ქულა და „ლეიკერსის“ დამაჯერებელი გამარჯვება „ჩიკაგოსთან“ - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა​

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ სტუმრად „ჩიკაგოს“ დაუპირისპირდა და რიგით მე-13 გამარჯვება იზეიმა. მოქმედმა ჩემპიონმა თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. პირველი ორი პერიოდის შემდეგ „ლეიკერსი“ 30 ქულის სხვაობით ლიდერობდა. საბოლოოდ კი მატჩი ფოგელის გუნდმა 101-90 მოიგო.

ლოს ანჯელესელებს შორის საუკეთესო 37 ქულით ენტონი დევისი გამოდგა. ლებრონ ჯეიმსმა, 17 ქულითა და 11 მოხსნით, ორმაგი დუბლი გაიფორმა. 10-10 ქულა დააგროვეს მონტრეზლ ჰარელმა და ტალენ ჰორტონ ტაკერმა.

„ჩიკაგოს“ რიგებში კი 21 ქულითა და 10 მოხსნით ყველაზე შედეგიანი ზაკ ლავინი იყო.

 

ბრუკლინი-მაიამი 128:124

 

დეტროიტი-ფილადელფია 110:114

 

მინესოტა-ნიუ ორლეანსი 120:110

 

დალასი-ჰიუსტონი 108:133

 

იუტა-გოლდენ სტეიტი 127:108

 

ფინიქსი-დენვერი 112:120 (ოვერტაიმი)

დატოვე კომენტარი