ენტონი დევისი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებს
ენტონი დევისი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებს
ენტონი დევისი „ლეიკერსთან“ ერთად 2019-20 წლების სეზონისთვის ემზადება. ლოსანჯელესური გრანდის მთავარი მიზანი მომდევნო სეზონზე, რა თქმა უნდა, ჩემპიონის ტიტულის მოპოვება იქნება.
მოგეხსენებათ, 31 აგვისტოს, ჩინეთში მსოფლიოს ჩემპიონი აიღებს სტარტს. წინასწარი ინფორმაციით დევისი „დრიმ თიმის“ შემადგებლობაში უნდა ყოფილიყო, გრეგ პოპოვიჩმა ის გაფართოებულ შემადგენლობაშიც შეიყვანა. თუმცა, როგორც ირკვევა, დევისი ჩინეთში გამგზავრებას არ აპირებს.
„იაჰუ სპორტის“ (Yahoo Sports) ჟურნალისტი კრის ჰეინსი იუწყება, რომ ენტონი დევისმა მიიღო გადაწყვეტილება და წელს მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებს. შეგახსენებთ, რომ დევისს უკვე აქვს მოგებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული. დევისი ასევე მიმდინარე ზაფხულს ლებრონ ჯეიმსთან ერთად „სფეის ჯემ 2“-ის გადაღებებში მიიღებს მონაწილეობას.