„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდს ენტონი დევისს მარცხენა მუხლის მყესების დაჭიმვის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც ინსაიდერი შემს ჩარანია წერს, კალიფორნიელთა ლიდერი მინიმუმ ერთ თვეს გამოტოვებს.
დევისმა მუხლი „მინესოტასთან“ მატჩში დაიზიანა, როცა ჯეიდენ მაკდანიელსთან შეჯახებისას მოედანზე დაეცა.
ამ სეზონში დევისი საშუალოდ მატჩში 23.3 ქულას, 9.9 მოხსნასა და 2.9 შედეგიან გადაცემას აგროვებს.