ენტონი დევისი „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელია
ენტონი დევისი „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელია

რამდენიმე თვიანი გაუგებრობა ენტონი დევისთან დაკავშირებით დასრულებულია. 26 წლის სუპერვარსკვლავი მომავალი სეზონიდან ლებრონ ჯეიმსთან ერთად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას „ლეიკერსში“ შეეცდება.

დევისის სანაცვლოდ, „ნიუ ორლეან პელიკანსი“ ლონზო ბოლს, ბრენდონ ინგრემს, ჯოშ ჰარტს და დრაფტის სამ კალათბურთელს მიიღებს. „ლეიკერსი“ ამჟამად გამთამაშებლის ძიებაშია. ლოს ანჯელესური გრანდი შესაძლო კანდიდატებად როგორც ცნობილია კაირი ირვინგს და კემბა ვოკერს განიხილავს. დევისის „ლეიკერსში“ გადასვლას ლებრონ ჯეიმსმა საკუთარ „ინსტაგრამის“ გვერდზე პოსტი მიუძღვნა.

 

View this post on Instagram

 

AD on da way!! @antdavis23 🤣. Let’s get it bro! Just the beginning..👑 #LakeShow

A post shared by LeBron James (@kingjames) on