ენტონი დევისი 1-2 კვირას გამოტოვებს

12:00, 20.01.2019

„ნიუ ორლეან პელიკანსი“ ნბა-ს რეგულარულ სეზონზე საპლეიოფო ადგილისთვის აგრძელებს აქტიურ ბრძოლას.

გუნდის ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ დევისმა „პორტლენდთან“ წაგებულ მატჩში თითის ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ საკუთარ გუნდს მინიმუმ 2 კვირა ვერ დაეხმარება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „პელიკანსი“ მომდევნო 7 შეხვედრაში (მემფისი, დეტროიტი, ოკლაჰომა, სან ანტონიო, ჰიუსტონი, დენვერი და სან ანტონიო) უდიდესი პრობლემის წინაშე დგას, რადგან გუნდი მთლიანად დევისზე არის აწყობილი. ეს ფაქტი კი ახალორლეანელების პლეი ოფში გასვლის შანსებს ამცირებს.

მსგავსი