ენტონი ბლინკენმა კონგრესში გამოსვლისას ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების როლზე ისაუბრა
ენტონი ბლინკენმა კონგრესში გამოსვლისას ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების როლზე ისაუბრა

აშშ-ის სახელწმიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების როლზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა იმ ქვეყნების წვლილს, რომლებმაც ტრანზიტული ჰაბების ფუნქცია შეასრულეს.

„მსურს, მადლიერება გამოვხატო 20-ზე მეტი ქვეყნისადმი, რომლებიც დაგვეხმარნენ გაყვანის ძალისხმევაში. ზოგიერთმა მათგანმა სამსახური გასწია, როგორც ტრანზიტულმა ჰაბმა, ზოგიერთმა მიიღო ავღანელი ევაკუირებული პირები უფრო ხანგრძლივი დროით“, – აღნიშნა ბლინკენმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენების დროს.

კონგრესში გამართულ სხდომაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა მწვავედ გააკრიტიკეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის გამო.