ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა ავღანეთის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს
ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა ავღანეთის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მხარეებმა განიხილეს ავღანეთში არსებული მდგომარეობა ქვეყნიდან პრეზიდენტის გაქცევასთან, ამჟამინდელი მთავრობის დაშლასთან და არსებული ხელისუფლების ფაქტობრივ შეცვლასთან დაკავშირებით.

საუბრისას ბლინკენმა ხაზი გაუსვა თეთრი სახლის ადმინისტრაციის ქმედებებს ქაბულში აშშ-ის საელჩოს ევაკუაციის კონტექსტსა და არსებულ ჰუმანიტარულ ამოცანებთან დაკავშირებით, რომელიც მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარების შემდეგ წარმოიშვა.

თავის მხრივ, ლავროვმა ამერიკელ კოლეგასთან ისაუბრა სიტუაციის რუსულ შეფასებაზე და ავღანეთის ყველა მთავარ პოლიტიკურ ძალასთან რუსეთის საელჩოს კონტაქტების თაობაზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კონსულტაციებს ჩინეთის, პაკისტანის, სხვა დაინტერესებული ქვეყნებისა და გაერო-ს მონაწილეობით, რათა შეიქმნას წინაპირობები შიდა ავღანური დიალოგის დასაწყებად.

დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი დაიკავა და ქვეყანაში „ავღანეთის ისლამური ემირატის“ დაარსების შესახებ განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ავღანეთი დატოვა.