ენტონი ბლინკენისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრის დროს საჰაერო განგაში ამოქმედდა, რის გამოც მათი თავშესაფარში ჩაყვანა გახდა საჭირო
ენტონი ბლინკენისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრის დროს საჰაერო განგაში ამოქმედდა, რის გამოც მათი თავშესაფარში ჩაყვანა გახდა საჭირო

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის მიმდინარე შეხვედრის დროს საჰაერო განგაში ამოქმედდა, რის გამოც მათი თავშესაფარში ჩაყვანა გახდა საჭირო. ინფორმაციას მედია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ მეთიუ მილერზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ბლინკენი აწარმოებს მოლაპარაკებებს ისრაელში, რათა ღაზის სექტორში მცხოვრებმა ადამიანებმა საჭირო დახმარება მიიღონ.