ენტონი ბლინკენი - ვაშინგტონს მოსკოვთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა სურს
ენტონი ბლინკენი - ვაშინგტონს მოსკოვთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა სურს

ვაშინგტონს მოსკოვთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა სურს, – ამის შესახებ ლონდონში, დიდი შვიდეულის სამიტზე მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის დროს პრეზიდენტი ბაიდენი ამაზე პირდაპირ ისაუბრებს.

ბლინკენის განმარტებით, არსებობს სფეროები, რომლებშიც თანამშრომლობაც ორი ქვეყნის ინტერესებშია, სტრატეგიული პარტნიორობა კი ამ სიის სათავეშია. ამის მაგალითია ახალი სტარტის შესახებ შეთანხმებაც. თუმცა, მისივე თქმით, თუ რუსეთი უგუნურად ან აგრესიულად მოქცევას გადაწყვეტს, აშშ ამას უპასუხებს.

ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს შეხვედრა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში შესთავაზა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვმა ეს შეთავაზება პოზიტიურად მიიღო და ამ საკითხზე მუშაობს. თუმცა, ამ ეტაპზე შეხვედრის სავარაუდო თარიღი, ისევე როგორც ადგილი, უცნობია.