პუტინმა უკვე წააგო ომი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ეიბისისთან“ (ABC) ინტერვიუში განაცხადა.
ბლინკენის თქმით, რუსეთი უკრაინის რუკიდან გაქრობას ცდილობდა, რაც არ გამოუვიდა, ხოლო ეს უკვე არის რუსეთის მარცხი.
„ჯერჯერობით ვერ ვხედავთ მინიშნებას, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებით არის დაინტერესებული. თუ ის ამას გააკეთებს, ვფიქრობ, უკრაინელები იქნებიან პირველები, რომლებიც ჩაერთვებიან მოლაპარაკებებში და ჩვენ მათ უკან ვიქნებით. ყველას უნდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ ის უნდა დასრულდეს სამართლიანი და გრძელვადიანი პირობებით, რომლებიც ასახავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ბლინკენმა.