ენტონი ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება

10:12, 12.10.2023

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარასკევს პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, ჰუსეინ ალ-შეიხმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბლინკენი ისრაელში გაემგზავრა.

ისრაელში გამგზავრებამდე ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

მსგავსი