ენტონი ბლინკენი - აშშ-ს მსოფლიოს პრობლემების მარტო გადაწყვეტა არ შეუძლია, მას სჭირდება სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა
ენტონი ბლინკენი - აშშ-ს მსოფლიოს პრობლემების მარტო გადაწყვეტა არ შეუძლია, მას სჭირდება სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა

აშშ-ს მსოფლიოს პრობლემების მარტო გადაწყვეტა არ შეუძლია, მას სჭირდება სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობზე წარდგენილმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ახლა ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ თავმდაბლობისა და თავდაჯერებულობის თანაბარი ზომებით. თავმდაბლობით, რადგან, როგორც არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ ვერ გადავწყვეტთ მსოფლიოს პრობლემებს მარტო. უნდა ვიმუშაოთ სხვა ქვეყნებთან. ჩვენ გვჭირდება მათი თანამშრომლობა. გვჭირდება მათი პარტნიორობა. თუმცა ასევე უნდა ვიმოქმედოთ თავდაჯერებულობით, რადგან ამერიკა ფლობს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტ შესაძლებლობას, გააერთიანოს სხვები ჩვენი დროის გამოწვევების გადასალახად“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა დელავერში, ჯო ბაიდენის მიერ საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წარდგენისას.

ენტონი ბლინკენი 2013-2015 წლებში ქვეყნის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე იყო, 2015-2017 წლებში კი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე.