ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს

08:45, 06.04.2022

ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აშშ უკრაინას 100 მილიონის ღირებულის ანტისატანკო სისტემა „ჯაველინებს“ გადასცემს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ნატო-ს მინისტერიალზე დასასწრებად ბრიუსელში ჩავიდა.

მსგავსი