ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ მომავალი ორი კვირის განმავლობაში გადაწყვეტს, რომელ ქვეყნებს გაუნაწილებს ვაქცინების 80 მილიონ დოზას
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ მომავალი ორი კვირის განმავლობაში გადაწყვეტს, რომელ ქვეყნებს გაუნაწილებს ვაქცინების 80 მილიონ დოზას

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა გადაწყვეტს, რა პრინციპით განაწილდება „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 80 მილიონი დოზა, რომელსაც აშშ სხვა ქვეყნებს დაჰპირდა.

შესაბამისი განცხადება ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააკეთა. ბლინკენის თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ვაქცინების განაწილებას სამართლიანად გეგმავს.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინის 20 მილიონ დოზას, ასევე „მოდერნას“, „ასტრაზენეკასა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის 60 მილიონ დოზას გაუნაწილებს.