ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის ლიდერები მოწადინებულნი არიან ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე კონფლიქტის გაფართოების ასაცილებლად
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის ლიდერები მოწადინებულნი არიან ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე კონფლიქტის გაფართოების ასაცილებლად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის ლიდერები მოწადინებულები არიან ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე კონფლიქტის გაფართოების ასაცილებლად. ამის შესახებ ბლინკენმა ჟურნალისტებს საუდის არაბეთში საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან, მოჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„ყველგან, სადაც მივედი, ვნახე ლიდერები, რომლებიც მოწადინებულები არიან, რომ თავიდან აირიდონ კონფლიქტის გავრცელება. ისინი ყველაფერს აკეთებენ ესკალაციის შესაჩერებლად, კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად“, – ამბობს ბლინკენი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეხვედრების დროს ასევე ისაუბრა ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ნათლად განაცხადეს, რომ თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში უნდა მოხდეს რეაგირება.

ბლინკენმა საუდის არაბეთი უკვე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა.