ენჯ პოსტეკოგლუ „ნოტინგემ ფორესტის“ მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT

19:19, 09.09.2025
LONDON, ENGLAND - OCTOBER 23: Ange Postecoglou, Manager of Tottenham Hotspur reacts after the team's victory in the Premier League match between Tottenham Hotspur and Fulham FC at Tottenham Hotspur Stadium on October 23, 2023 in London, England. (Photo by Justin Setterfield/Getty Images)

ინგლისურმა „ნოტინგემ ფორესტმა“ ავსტრალიელი ენჯ პოსტეკოგლუ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად დანიშნა, მან თანამდებობაზე პორტუგალიელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ შეცვალა.

60 წლის სპეციალისტთან ინგლისის პრემიერლიგის კლუბმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პოსტეკოგლუ ბოლოს „ტოტენჰემში“ მუშაობდა და გუნდს ევროპის ლიგა მოაგებინა. ეს ლონდონური გუნდისთვის პირველი ტიტული იყო 2008 წლის შემდეგ, თუმცა პრემიერლიგაში ნაჩვენები უარყოფითი შედეგების გამო ის ივნისში გაათავისუფლეს.

რაც შეეხება ნუნუ ეშპირიტუ სანტუს, მასთან ერთად „ნოტინგემმა“ კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა, თუმცა პორტუგალიელს კლუბის მფლობელთან, ევანგელოს მარინაკისთან ურთიერთობა გაუუარესდა.

მსგავსი