ენეს კანტერი პორტლენდმა აიყვანა
ენეს კანტერი პორტლენდმა აიყვანა

თურქმა ცენტრმა ენეს კანტერმა კონტრაქტი გააფორმა პორტლენდთან. ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში, – იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ESPN-ის მიმომხილველ ედრიან ვოინაროვსკის მონაცემებით, ბლეიზერსმა კანტერის ხელში ჩასაგდებად კონკურენცია მოუგო რამდენიმე კლუბს, მათ შორის, ლოს-ანჯელეს ლეიკერსს.

2018-19 წლების სეზონის პირველი ნაწილი კანტერმა ნიუ-იორკ ნიქსში ითამაშა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დაითხოვა კალათბურთელი. ამ სეზონში თურქის საშუალო მონაცემები 14.0 ქულასა და 10.5 მოხსნას უდრის.
26 წლის კანტერი ახალ კლუბში პორტლენდის სასტარტო ცენტრის, იუსუფ ნურკიჩის შემცვლელი იქნება.