ენეს კანტერი - ჯორდანს არაფერი გაუკეთებია აშშ-ის ფერადკანიანი საზოგადოებისთვის #1TVSPORT
ენეს კანტერი - ჯორდანს არაფერი გაუკეთებია აშშ-ის ფერადკანიანი საზოგადოებისთვის #1TVSPORT

„ბოსტონ სელტიქსის“ თურქი ცენტრი ენეს კანტერი ტელეკომპანია CNN-ის ეთერში „ჩიკაგოს“ ლეგენდის მაიკლ ჯორდანის მისამართით კრიტიკით გამოვიდა.

კანტერი პასუხობდა შეკითხვას „ლეიკერსის“ ფორვარდის ლებრონ ჯეიმსის მისამართით ამასწინდელი კრიტიკული შენიშვნების შესახებ და საუბრისას თემა ჯორდანზე გადაიტანა.

„ცოტა ვინმე ლაპარაკობს მაიკლ ჯორდანზე. მას არაფერი გაუკეთებია ამერიკის შეერთებული შტატების შავკანიანი საზოგადოებისთვის, მხოლოდ ფულს აძლევდა მათ.

მიმაჩნია, რომ უნდა ვამხილოთ ასეთი სპორტსმენები. ლებრონ ჯეიმსი იმას მაინც აკეთებს, რომ ამერიკაში ხმას წარმოადგენს ასეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც ამცირებენ და რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მაიკლ ჯორდანს არ გაუკეთებია არაფერი, რადგან ძალიან ღელავს აშშ-ში და მთელს მსოფლიოში თავისი სპორტული ფეხსაცმელების გაყიდვით.

ჩვენ უნდა გავაკრიტიკოთ ყველა ეს სპორტსმენი და არ უნდა გვეშინოდეს მათი გავლენის“, – განაცხადა კანტერმა.

გასულ კვირას კანტერმა გააკრიტიკა ლებრონ ჯეიმსი იმის გამო, რომ ის ხმას არ იმაღლებს ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევების წინააღმდეგ.