ენეს კანტერი ჰედო თურქოღლუს ერდოღანის „ფინია ძაღლს“ უწოდებს
ენეს კანტერი ჰედო თურქოღლუს ერდოღანის „ფინია ძაღლს“ უწოდებს

თურქი კალათბურთელი ენეს კანტერი „ნიუ იორკთან“ ერთად ლონდონში გასამართ ნბა-ს რეგულარურ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

„ნიქსის“ ცენტრი შიშობს, რომ თურქეთის პრემიერ მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკა მის სიცოცლეს საფრთხეს უქმნის. კანტერი დიდი ხანია, ერდოღანს აკრიკიტებს და მას თურქეთში ჩასვლის შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრება. „ნიუ იორკის“ ამ ფორმაციის ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ ჟურნალიტებს განუცხადა, რომ ის ინგლისში არ გაემგზავრება, რადგან შიშობს, რომ შესაძლოა თურქეთის სპეცსამსახურებმა მისი ლიკვიდაცია სცადონ. ნბა-ს ყოფილმა თურქმა ვარსკვლავმა ჰედო თურქოღლუმ, რომელიც ამჟამად ერდოღანის ერთერთი მთავარი მრჩეველია, საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე კანტერის ლონდონში არწასვლის მიზეზად სავიზო პრობლემები დაასახელა და კანტერის სიტყვებს ბოდვა უწოდა.

თურქოღლუს ენეს კანტერმა მალევე უპასუხა, საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე ინგლისში შესასვლელად ყველა საჭირო დოკუმენტის ფოტო გამოაქვეყნა და თურქოღლუს ერდოღანის ფინია ძაღლი უწოდა.