ენეს ფრიდომ კანტერი ნობელის პრემიაზე წარადგინეს #1TVSPORT
ენეს ფრიდომ კანტერი ნობელის პრემიაზე წარადგინეს #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყოფილი ცენტრი ენეს ფრიდომ კანტერი 2022 წელს ნობელის მშვიდობის პრემიაზეა ნომინირებული.

„ჩემთვის ეს დიდი პატივია. ხანდახან თქვენი პოზიცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელფასი“, – დაწერა „ტვიტერში“ თურქმა კალათბურთელმა.

ფრიდომი სოციალურ ქსელებში ხშირად აკრიტიკებს ჩინეთის მთავრობას ადამიანთა უფლებების დარღვევის გამო, ასევე ოპოზოციაში უდგას თურქეთის მთავრობას. კალათბურთელს აკრძალული აქვს სამშობლოში დაბრუნება.

NBA-ში ფრიდომს „იუტას“, „ოკლაჰომას“, „ნიუ იორკის“, „პორტლენდისა“ და „ბოსტონის“ შემადგენლობაში უთამაშია. 10 თებერვალს „ბოსტონმა“ თურქი ცენტრი გაცვლის შედეგად „სან ანტონიოში“ გაუშვა, საიდანაც ის აითხოვეს. ახლა, ენეს ფრიდომი თავისუფალი აგენტია.