ენდრიუ ბოგუტი კვლავ „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელია
ენდრიუ ბოგუტი კვლავ „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელია

რამდენიმე საათის  წინ გახდა ცნობილი, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოქმედმა ჩემპიონმა „გოლდენ სტეიტმა“ ავსტრალიელი ცენტრი ენდრიუ ბოგუტი დაიმატა.

კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 34 წლის ვეტერანი კალათბურთელი ავსტრალიაში სიდნეი „კინგსის“ ღირსებას იცავდა. მატჩში საშუალოდ ის 11.4 ქულას, 11.6 მოხსნას, 3.4 პასს და 2.7 ბლოკს აგროვებდა და ამ მაჩვენებლით ლიგის „ემ-ვი-პი“ (MVP) იყო.

შეგახსენებთ, რომ ენდრიუ ბოგუტი გოლდენ სტეიტში ოთხი სეზონის მანძილზე ასპარეზობდა, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კი მას 13 სეზონი აქვს გატარებული. „ვორიორზთან“ ერთად მან 2015/16 წლის სეზონზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.