ენდრიკმა, შეიძლება, კარიერა იტალიაში გააგრძელოს #1TVSPORT
ახალი სეზონის წინ „რომას“ სურს, „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდით, ენდრიკით გააძლიეროს შემადგენლობა, – წერს გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი.
წყარის ცნობით, დედაქალაქური კლუბი, უკვე ერთი თვეა, აკვირდება ფორვარდის გარშემო შექმნილ სიტუაციას. ლაპარაკია ერთწლიან იჯარაზე სეზონის ბოლოს გამოსყიდვის უფლებით.
2025-26 წლების სეზონის მეორე ნახევარი ენდრიკმა იჯარით „ლიონში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირზე 21 მატჩში რვა გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.