ენდრიკი ტრავმის გამო საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ენდრიკი დაახლოებით ორი თვით გამოვიდა მწყობრიდან. 17 წლის ფეხბურთელს მარჯვენა ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. ამის შესახებ ესპანური კლუბის პრესსამსახური წერს.
ბრაზილიელმა ტრავმა ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში, „სევილიასთან“ მატჩის 58-ე წუთზე მიიღო.
„რეალმა“ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ენდრიკი გამოტოვებს კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 15 ივნისიდან 13 ივლისამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.