ენდრიკი „რეალიდან“ „ლიონში“ გადადის #1TVSPORT
ენდრიკი „რეალიდან“ „ლიონში“ გადადის #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ენდრიკი კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს. მისი ტრანსფერის შესახებ იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გამოაცხადა. წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფრანგულ კლუბს იჯარის წესით შეუერთდება. „ლიონს“ არ ექნება სეზონის შემდეგ ენდრიკის გამოსყიდვის უფლება.

შეთანხმების თანახმად, „ლიონი“ ფორვარდის ხელფასის 50 პროცენტს დაფარავს.

მიმდინარე სეზონში 19 წლის ენდრიკმა მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მინდორზე 99 წუთი გაატარა.