ენდოს შემდეგ ცურუგიშო - ტოჩინოშინი აკი ბაშოზე მეორედ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ენდოს შემდეგ ცურუგიშო - ტოჩინოშინი აკი ბაშოზე მეორედ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოში მიმდინარე სუმოს სუპერტურინირის მესამე საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე დასავლეთის მე-13 მაეგაშირა ცურუგიშოს დაუპირისპირდა და ზედიზედ მეორე ბრძოლაში დამარცხდა.

ტოჩინოშინი მძლავრ შეჯახებას ცდილობდა, მაგრამ მისმა მეტოქემ ამის საშუალება არ მისცა და საბოლოო ჯამში, დოჰიოდან მარტივად გაიყვანა. ლევანის 3 დღის შემდეგ 1 მოგება და 2 მარცხი დაუგროვდა.

 

ხვალ, გორგაძის მეტოქეს დასავლეთის მე-10 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება, რომელიც ტოჩინოშინისთვის არც თუ ისე სასურველი მეტოქეა. აქამდე მებრძოლები ერთმანეთს 27-ჯერ შეხვდნენ და უპირატესობა მოიგირიუს მხარესაა 15:12.