ენდი მარეიმ ნოვაკ ჯოკოვიჩს მხოლოდ ორი გეიმი აუღო
ენდი მარეიმ ნოვაკ ჯოკოვიჩს მხოლოდ ორი გეიმი აუღო

მსოფლიოს მოქმედმა და ყოფილმა პირველმა ნომრებმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ენდი მარეიმ „მელბურნ პარკზე“ საჩვენებელი მატჩი გამართეს. სერბმა მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო ბრიტანელს და 6:1, 4:1 გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ პირველ პარტიაში მარეიმ ერთხელაც ვერ მოიგო საკუთარი მოწოდება და ერთადერთი გეიმი მეტოქის მოწოდებაზე აიღო.

ენდი მარეი ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივიპაუზის შემდეგ ცდილობს დაბრუნებას. შარშან, მან მხოლოდ რვა ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ნაადრევად დაასრულა სეზონი. წელს მან ბრისბენის ტურნირში სცადა ძალები და მეორე წრეში წააგო რუს დანიილ მედვედევთან.

ჯოკოვიჩსა და მარეის ოთხჯერ უთამაშიათ “მელბურნ პარკზე” ავსტრალიის ღიას ფინალი და ოთხივეჯერ სერბმა ჩოგბურთელმა მოიგო.