ენდი მარეიმ კარიერის დასასრულზე ილაპარაკა
ენდი მარეიმ კარიერის დასასრულზე ილაპარაკა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ ილაპარაკა იმის შესახებ, კიდევ რამდენი ხანი აპირებს პროფესიული კარიერის გაგრძელებას. ბრიტანელის სიტყვები მოჰყავს ტელეკომპანია ESPN-ს:

„მინდა ჯანმრთელი ვიყო. ვფიქრობ, ბოლო რვა-ცხრა თვის განმავლობაში გავაცნობიერე – რა არის რეალურად მნიშვნელოვანი. შეიძლება იმის გახსენება, თავდაპირველად რის გამო დავიწყე თამაში. ბავშვობაში ვთამაშობდი იმის გამო, რომ მიყვარდა ეს თამაში. და ასეთი დამოკიდებულება დამრჩა მთელი კარიერის განმავლობაში. ჯანმრთელობა მაძლევს საშუალებას – დავტკბე ჩოგბურთით. შესანიშნავია იყო კონკურენტუნარიანი, გაიმარჯვო და იმყოფებოდე რეიტინგის მაღალ საფეხურზე. მაგრამ მთავარი მიზეზი, რის გამოც ამით ვარ დაკავებული – ჩოგბურთისადმი სიყვარულია. და სულ უნდა გახსოვდეს ამის შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა, 30-ე ადგილი მაქვს კლასიფიკაციაში თუ 70-ე, გავაგრძელებ იქამდე, სანამ თამაშისგან სიამოვნებას მივიღებ“.