ენდი მარეიმ იანვრის შემდეგ პირველად მოიგო
ენდი მარეიმ იანვრის შემდეგ პირველად მოიგო

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში, ATP250 კატეგორიის ტურნირის პირველ წრეში დაამარცხა ამერიკელი ტენის სანდგრენი – 6:3, 6:7(6), 6:1.

მარეისთვის ეს იყო პირველი მოგება ერთეულებში 2019 წლის იანვრის შემდეგ.

მეორე წრეში ბრიტანელი ავსტრალიელ ალექს დე მინორს შეხვდება, რომელმაც საწყის რაუნდში 6:1, 6:3 დაამარცხა თანამემამულე ჯონ მილმენი.

მატჩის შემდეგ, მარეიმ გამოთქვა იმედი, რომ ისევ შეძლებს რაფაელ ნადალთან, ნოვაკ ჯოკოვიჩთან და როჯერ ფედერერთან თანაბრად ბრძოლას.

“მრავალი წლის განმავლობაში, მათთან თანაბრად ვიბრძოდი. დიახ, უფრო ხშირად ვაგებდი, ვიდრე ვიგებდი, მაგრამ ყოველ ჯერზე, კორტზე გასვლისას, მესმოდა, რომ მოგება შემეძლო. შესაძლოა, ოთხი ან ხუთი თვის შემდეგ, შევძლებ იმ დონეზე მისვლას – უბრალოდ, მოთმინებაა საჭირო.

თუ ვილაპარაკებ იმაზე, როგორ ვურტყამ ბურთს ვარჯიშებზე, მოვლენთა ამგვარი განვითარება სავსებით რეალურია. ერთადერთი, რაც დარჩა – ეს არის ფიზიკური მომზადების მხრივ მომატება”, – განაცხადა მარეიმ.