ენდი მარეიმ არ იცის ითამაშებს თუ არა აშშ-ის ღიაზე
ენდი მარეიმ არ იცის ითამაშებს თუ არა აშშ-ის ღიაზე

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ენდი მარეი ჰარდზე ვარჯიშებს შეუდგა, მაგრამ ჯერ არ შეუძლია იმის თქმა – შეძლებს თუ არა აშშ-ის ღია პირველობაზე თამაშს.

„ძველი ძალა არ დაბრუნდება სამ ან ოთხ თვეში. ამას დაახლოებით 9-12 თვე სჭირდება. კუნთები გარკვეულ კონდიციაში უნდა მოვიყვანო, სანამ ერთეულებში თამაშზე გადავალ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გავიუარესო მდგომარეობა.

ბედნიერი ვარ, რომ ტკივილი არ არის და ახლა მინდა ჩემი ბარძაყი ოპტიმალურ მდგომარეობამდე მივიყვანო. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ ტურნირებში დაბრუნებას“, – თქვა მარეიმ.

ენდი მარეი იანვრის შემდეგ უიმბლდონზე დაბრუნდა და იქ წყვილებსა და მიქსტში ითამაშა.