„დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი გააგრძელებს თანამშრომლობას თავის ერთ-ერთ მწვრთნელთან, ენდი მარეისთან, – წერს გაზეთი The Times-ი.
წყაროს ცნობით, ჯოკოვიჩი და მარეი ერთად იმუშავებენ, მინიმუმ, უიმბლდონამდე.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარეი სერბის ჯგუფში შევიდა 2025 წლის სეზონის წინ და თავდაპირველად მათ მოილაპარაკეს თანამშრომლობაზე ავსტრალიის ღია პირველობამდე, რომელშიც ჯოკოვიჩმა ნახევარფინალამდე მიაღწია და ტრავმის გამო მიატოვა შეხვედრა.