ენდი მარეი ნადალის ტურნირზე ითამაშებს
ენდი მარეი ნადალის ტურნირზე ითამაშებს

ვაშინგტონისა და უინსტონ-სალემის ტურნირების პირველ წრეში წაგების შემდეგ, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ გადაწყვიტა – ძალები მოსინჯოს რანგით უფრო დაბალი სერიის – „ჩელენჯერის“ ტურნირებზე.

ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელს განაცხადი აქვს შეტანილი რაფაელ ნადალის სახელობის ტურნირზე (ATP Challenger Rafa Nadal Open Banc Sabadell), რომელიც ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელის სამშობლოში – მალიორკაზე გაიმართება.

ტურნირის ჩატარების ვადებია – 26 აგვისტო-პირველი სექტემბერი. პირველ ნომრად განთესილი იქნება გერმანელი პეტერ გოიოვჩიკი.