ენდი მარეი ჯოკოვიჩთან მუშაობაზე - არ ვარ დარწმუნებული, რომ მომეწონა #1TVSPORT
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ენდი მარეიმ აზრი გამოთქვა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან ერთობლივ მუშაობაზე.
„დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონი გასული წლის ნოემბრიდან ბრიტანელის ხელმძღვანელობით თამაშობდა, მაგრამ მხარეებმა მაისში თანამშრომლობა შეწყვიტეს.
„ჩვენ ვილაპარაკეთ ტელეფონით და მან მკითხა, ხომ არ მაქვს სურვილი მისი მწვრთნელი გავხდე. არ ველოდი ასეთ წინადადებას. ეს საკმაოდ უნიკალური შესაძლებლობა იყო. მომწონდა შინ დროის გატარება, მაგრამ გადავწყვიტე, ბედი მეცადა. არ ვარ დარწმუნებული, რომ მომეწონა“, – მოჰყავს მარეის სიტყვები TNTSports-ს.
ამ სეზონში 38 წლის ჯოკოვიჩს ერთი ტურნირი აქვს მოგებული. 24 მაისს ის ჟენევაში გამართული ტურნირის გამარჯვებული გახდა.