ენდი მარეი ცინცინატის „მასტერსის“ ერთეულებში ითამაშებს
ენდი მარეი ცინცინატის „მასტერსის“ ერთეულებში ითამაშებს

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბრიტანელი ენდი მარეი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ერთეულებში ითამაშებს. მან უაილდ-ქარდი მიიღო ცინცინატის „მასტერსის“ ორგანიზატორებისგან. უკვე გაიმართა ამ ტურნირის ძირითადი ბადის წილისყრა და ცნობილია მისი პირველი მეტოქე – მარეი საწყის რაუნდში ფრანგ რიშარ გასკეს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ენდიმ თითქმის მთლიანად გამოტოვა შარშანდელი სეზონი, წელს იანვარში კი ოპერაცია გადაიტანა და გამოაცხადა, რომ ტოვებდა ჩოგბურთს. მოგვიანებით, მარეიმ დაბრუნება გადაწყვიტა და, ჯერჯერობით, მხოლოდ წყვილთა ტურნირებზე გამოდის.