ენდი მარეი ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება
NEW YORK, NY - AUGUST 29: Andy Murray of Great Britain in action against Fernando Verdasco of Spain in the second round of the US Open at the USTA Billie Jean King National Tennis Centre on August 28, 2018 in New York City, United States. (Photo by TPN/Getty Images)"n"n"n
ენდი მარეი წლევანდელ სეზონს ადრე დაასრულებს, რათა ავსტრალიის ღია პირველობას, რომელიც 2019 წლის იანვარში გაიმართება, მაქსიმალურ მზადყოფნაში შეხვდეს.
წარსულში მსოფლიოს პირველი ჩოგანი მომავალი ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში, ჟენშენისა და პეკინის ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ოქტომბერში დაგეგმილ შანხაისა და პარიზის მასტერსებზე არ გამოვა. მარეის იმედი აქვს, რომ ინტენსიური ვარჯიში მაქსიმალურად ახლოს მიიყვანს იმ დონემდე, რომელზეც წლების წინ იყო.
მიმდინარე წლის იანვარში ბრიტანელმა ბარძაყზე ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა, კორტზე ივნისში დაბრუნდა და მას შემდეგ ცხრა მატჩი ჩაატარა.
„მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, იმედი მაქვს, რომ ჟენშენსა და პეკინში ვითამაშებ, შემდეგ კი სეზონს დავასრულებ და შევეცდები, რომ 2019 წლის იანვრისთვის ფორმაში ვიყო“, – დაწერა მარეიმ სოციალურ ქსელში.