ენდი მარეი არასრული დატვირთვით ვარჯიშობს
ენდი მარეი არასრული დატვირთვით ვარჯიშობს

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ განაცხადა, რომ უკვე შეუდგა ვარჯიშებს, მაგრამ ჯერ ძალიან შორს არის ოპტიმალური კონდიციებიდან და არ შეუძლია სრულფასოვანი ვარჯიშების ჩატარება.

„ტკივილს ვეღარ ვგრძნობ, ცხოვრებისგან სიამოვნებას ვიღებ. ვცდილობ ვარჯიშს, სტატიკურ მდგომარეობაში მყოფი ვურტყამ ბურთებს. ჯერ კიდევ შორს ვარ იმისგან, რომ კორტზე ვირბინო და სრულად დავიტვირთო.
დღეისთვის ვერ ვგრძნობ ვერანაირ ზეწოლას, რამაც შეიძლება ხელი შემიშალოს. თუ ჩემი სხეული ნორმალურ მდგომარეობაში იქნება, შევეცდები დაბრუნებას“, – განაცხადა დიდი სლემის ტურნირების სამგზის ჩემპიონმა.

მარეიმ 2019 წლის იანვარში გაიკეთა ბარძაყზე განმეორებითი ოპერაცია და მარტიდან თანდათან დაიწყო მსუბუქი ვარჯიში.